პლაცებოს ეფექტი და აუტიზმი

პლაცებოს ეფექტს, აუტიზმი, IQ და პლაცებო

პლაცებოს ეფექტი და აუტიზმი… საინტერესო ფაქტები.

როგორც ცნობილია, გამოცდის მესამე, ყველაზე მნიშნელოვან ფაზაში, აუტიზმის/ასა-ს წამლის პოტენციური კანდიდატ-ნივთიერებები პლაცებოს (მოტყუარას) შეედრება. ეს იმის გამოა, რომ დღეისთვის evidence based medicine-ის სტანდარტებით დამტკიცებული ეფექტიანი პრეპარატები ამ პრობლემის დროს არ არსებობს. მაგრამ აქ ძალიან საინტერესო თავისებურება გამოვლინდა: პლაცებოს ჯგუფის მრავალ მონაწილეში დადებითი ცვლილებები დაფიქსირდა — ყოველ მესამეში/მეოთხეში. ეს თავისებურება მეცნიერებისთვის ადრეც ცნობილი იყო, ის ხშირად შეინიშნებოდა ზრდასრულთა ფსიქიატრიაში ფსიქოტროპული პრეპარატების კვლევებში. მაგრამ ასა-ს ბავშვებსა და მოზარდებში ეს ფენომენი უფრო გამოხატული და ხშირი აღმოჩნდა. როგორ შეიძლება ამის ახსნა? ამ თემაზე ამჟამად მრავალი კვლევა ტარდება, და ყველა ახალი მონაცემი ფენომენის სირთულესა და ჰეტეროგენურობაზე მიუთითებს. პირველ რიგში, ე.წ. პლაცებოს ეფექტს ორი დიდი კომპონენტი აქვს:

1. უშუალოდ პლაცებოს ეფექტი.

2. პრობლემის ბუნებრივი მიმდინარეობა.

დავიწყოთ მეორეთი. თუ ვაღიარებთ, რომ აუტიზმი განუკურნებელია, მეორე კომპონენტი შეიძლება მიზეზების ორი დიდი ჯგუფით აიხსნოს:

  • ასა ნეიროგანვითარების პრობლემაა, და ზოგიერთ შემთხვევაში ნეიროგანვითარების ტრაექტორია სპონტანურად იცვლება და ნეიროტიპური ბავშვების ტრაექტორიას უახლოვდება.
  • ასა-ს ბავშვების ჯგუფი ჰეტეროგენურია: ნამდვილ ასა-ს ბავშვების ხარდა, ის მოიცავს ასა-ს მსგავსი სიმპტომების (ისევ დიაგნოსტიკის პრობლემა), მაგრამ ნეიროგანვითარების ნორმალური ტრაექტორიის ბავშვებს.

რაც შეეხება უშუალოდ პლაცებოს ეფექტს, ისიც მრავალკომპონენტულია. სერიოზულ როლს ასრულებს თავად ბავშვის, მშობლების, ახლობლების, მკურნალი ექიმების დიდი მოლოდინი და იმედები, მათი დადებითი განწყობა, პრეპარატების ეფექტიანობის სუბიექტიური შეფასების სისტემების (მშობლების, ახლობლების კითხვარების) გამოყენება, მონიტორინგისთვის ბიოლოგიური მარკერების არარსებობა. სიმპტომების დიდი ცვალებადობა დღე-ღამის/კვირის განმავლობაში შეიძლება მნიშნელოვან როლს ასრულებდეს მკურნალობის პროცესის ადეკვატურ (ან, პირიქით, არაადეკვატურ) შეფასებაში. გამოითქვა ვარაუდი, რომ პლაცებოს ეფექტის რეალიზაციისთვის დიდი როლი აქვს ნორმალ ან ნორმასთან ახლოს IQ-ს, მაგრამ ეს ჯერ არ დასტურდა: ეფექტი შეინიშნა 70-ზე ბევრად დაბალი IQ-ს ბავშვების ჯგუფშიც.

არსებობს საკმაოდ წონადი მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ნაკლებ გამოხატული სიმპტომების ბავშვებში პლაცებოს ეფექტის რეალიზაციის ალბათობა მეტია, და პირიქით. ამიდან ძალიან მნიშნელოვანი დასკვნა გამომდინარეობს: თუ ბავშვი პლაცებოზე დადებითად რეაგირებს, მას «უფრო კეთილთვისებური პრობლემა» აქვს, და, შესაბამისად, ნეიროგანვითარების ნორმალ ტრაექტორიაზე დაბრუნების შანსები ბევრად მაღალია.

დასასრულ, ბოლო წლებში ამ პრობლემაში დიდი რესურსები ინვესტირდება, იქმნება ალგორითმები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით პლაცებოს ეფექტისადმი მიდრეკილ პაციენტებს გამოავლენენ, რომ ისინი რანდომიზებული პროსპექტიური კვლევებში არ ჩაირთონ.