ვინ ვართ ჩვენ
Eyes2Eyes — თბილისური კომპანიაა, რომელიც საქართველოში ხელმისაწვდომს ხდის თანამედროვე გენეტიკურ დიაგნოსტიკას და ევროპული სტანდარტის ნუტრიცევტიკას. ჩვენ თანამშრომლობთ იტალიურ სამედიცინო ცენტრ Altamedica-სთან (რომი) და კომპანია Pharmalab24-თან.
ჩვენი მთავარი ფოკუსი — აუტიზმის სპექტრის აშლილობები, ნეიროგანვითარება, ნევროლოგია და ჯანსაღი დღეგრძელობა. ბლოგში განვიხილავთ მეცნიერულ მონაცემებს ფოლატების მეტაბოლიზმის, მიკრობიოტის, მითოქონდრიებისა და სხვა მეხანიზმების შესახებ, რომლებიც ასა-სთან კავშირში იკვლევა.
რას გთავაზებთ
- გენეტიკური ტესტები ნევროლოგიაში, მათ შორის UCAS ტესტი ასა-ს ადრეული დიაგნოსტიკისთვის და ფოლატური რეცეპტორების ანტისხეულების (FRAA) ანალიზი.
- არაინვაზიური პრენატალური ტესტი FetalDNA — 7 პაკეტი, ორსულობის 10-ე კვირიდან.
- Alzheimer Precocity Screening Test — ალცჰაიმერის დაავადების რისკის შეფასება სისხლის ანალიზით.
- დღეგრძელობის გენეტიკური ტესტი: ბიოლოგიური ასაკი და დაბერების სიჩქარე.
- ნაწლავის მიკრობიოტის სრული ანალიზი shotgun-სექვენირების მეთოდით.
- იტალიური საკვები დანამატები Restart24 და Epato24.
როგორ ვმუშაობთ
გადახდის მიღების შემდეგ, ჩვენ გამოგიგზავნით ბიოლოგიური მასალის ასაღებ კომპლექტს და დაგეხმარებით ნიმუშის მომზადებასა და ლაბორატორიაში გაგზავნაში. ტრანსპორტირების ყველა პროცედურა ხორციელდება UN3373 რეგულაციების მკაცრი დაცვით, P650 ინსტრუქციის შესაბამისი სამმაგი შეფუთვის სისტემის გამოყენებით; ტრანსპორტირების ყველა ხარჯი უკვე შედის საბოლოო ფასში.
ყველა ანალიზი ტარდება იტალიაში, ხოლო მიღებული დასკვნა — რომელიც ხელმისაწვდომია ქართულ, რუსულ ან იტალიურ ენებზე — თქვენს ელფოსტის მისამართზე გამოიგზავნება. შედეგები გირჩევთ მკურნალ ექიმთან განიხილოთ.
გაქვთ კითხვები?
ტელეფონი და WhatsApp: +995 577 10 00 53
E-mail: iteyes2eyes@gmail.com