აუტიზმი, სტატისტიკა, უტიზმის (ან ასა-ს) დიაგნოზის ბავშვების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, მიზეზები

რაღაც ისე არ არის სტატისტიკასთან… ან…
XX საუკუნის 40-იანი წლებიდან 70-იანი წლების ბოლომდე დასავლეთის ქვეყნებში (აშშ, ინგლისი, შვედეთი, ისლანდია) ჩატარებული მრავალრიცხოვანი კვლევები აუტიზმის გავრცელების შესახებ პრაქტიკულად ერთნაირ შედეგს იძლეოდნენ — 4:10000.
თუმცა 70-იანი წლების ბოლოდან კვლევები აუტიზმის გავრცელების მკვეთრ ზრდას აფიქსირებენ. მაგალითად, შვედეთში: 1980 წელს 4:10000, 2011 წელს — 246:10000.
აშშ-ში: 1996 წელს 34:10000, 2016 წელს — 250:10000.
ისლანდიაში: 1974 წელს 3,6:10000, 1994 წელს — 120:10000.
თუ გადავხედავთ ისეთი გენეტიკურად/ქრომოსომულად დეტერმინირებული დაავადებების გავრცელებას, როგორიცაა დაუნის სინდრომი (16:10000),
რეტის სინდრომი (1:10000), სოტოსის სინდრომი (0,7:10000), ის სტაბილური რჩება და დაკვირვების წლებში არ ცვლდება.
Folstein-ისა და Rutter-ის 1977 წელს გამოქვეყნებულმ კვლევამ აჩვენა, რომ ერთკვერცხუჯრედოვან ტყუპებში აუტიზმის ალბათობა ორკვერცხუჯრედოვანებთან შედარებით ბევრად მაღალია. ეს და სხვა მრავალი კვლევა დაედო საფუძვლად აუტიზმის გენეტიკურ ეტიოლოგიას, რომელიც დღეს საყოველთაოდ აღიარებულ და დომინანტურ ითვლება.
ამის გათვალისწინებით, მოსალოდნელი იქნებოდა, რომ აუტიზმის შემთხვევაშიც გავრცელება სტაბილური დარჩებოდა და დროთა განმავლობაში არ შეიცვლებოდა (ყოველ შემთხვევაში, 20–30 წელიწადში ათჯერ).
მაგრამ, როგორც ვიცით, მსოფლიო სტატისტიკა აუტიზმის (ან ასა-ს) დიაგნოზის ბავშვების რაოდენობის მკვეთრ ზრდას აჩვენებს. ეს ფაქტი შეიძლება აიხსნოს შემდეგი მიზეზებით: