რა არის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები?

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები evidence based medicine

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც მცირე კონცენტრაციებშიც მაღალ ფიზიოლოგიურ აქტიურობას ავლენენ უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების ცალკეული ჯგუფების მიმართ.

მრავალი თანამედროვე მაღალეფექტიანი წამალი (უფრო სწორად, წამლების კლასების ფუძემდებელი მოლეკულები) სათავეს იღებს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებიდან, რომლებიც თავის დროზე მცენარეებიდან, სოკოებიდან, წყალმცენარეებიდან გამოიყო (მაგალითად, პენიცილინი, ციკლოსპორინი, გულის გლიკოზიდები და ა.შ.).

უნდა აღინიშნოს, რომ წამლებსა და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შორის სერიოზული განსხვავება არსებობს. ის ეხება როგორც ამ პროდუქტების რეგისტრაციას და ამისთვის საჭირო კრიტერიუმებს, ისე მათი რეალიზაციის წესებს.

განსხვავდება მათი გამოყენების ძირეული ჩვენებებიც. თუ წამლების მთავარი მიზანი დაავადების მკურნალობაა, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ძირითადად გამოიყენება პრევენციისთვის, სიცოცხლისთვის აუცილებელი ნივთიერებების შესავსებად და ადიუვანტური თერაპიის სახით.

evidence based medicine-ის ეპოქაში ახალი წამლის რეგისტრაციისთვის აუცილებელია, გარკვეული წესებით ჩატარებულ პროსპექტიურ რანდომიზებულ კვლევებში დადებითი მონაცემები მიიღოს. რაც შეეხება ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს, მათი ეფექტიანობის მონაცემები რეტროსპექტიური დაკვირვებებიდან და ანალიზიდან მოდის, რომლებიც შედეგ-მიზეზობრივი კავშირის დასადგენად ოქროს სტანდარტ არ არიან.

რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, მაგალითად, რომ დანამატი შეიძლება ეფექტიანი იყოს ამ თუ იმ დაავადების მკურნალობისთვის, მაგრამ ამის მტკიცებულება არ იქნება, ვიდრე შესაბამისი პროსპექტიური რანდომიზებული კვლევები ჩატარდება.