ახალი მოლეკულების ძიება აუტიზმი, აუტიზმის სპექტრის აშლილობა (ASD), ნეიროანთება,

მოდით, განვიხილოთ, რომელ პრინციპებზე დაყრდნობით ხდება დღეს ისეთი ნივთიერებების (მოლეკულების) ძიება, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყვნენ აუტიზმის კორექციისა/მკურნალობისთვის.
თანამედროვე მედიცინაში არსებობს upstream და downstream level-ის ცნებები — პათოფიზიოლოგიური პროცესის ის დონე, რომელზეც ინტერვენცია (მკურნალობა) ხდება. თუ მკურნალობა დაავადების პირველმიზეზის კორექციისკენ არის მიმართული — ეს upstream თერაპიაა; თუ ის პირველმიზეზით გამოწვეული, ჯაჭვისებრ განვითარებული სხვადასხვა ბიოქიმიური/პათოფიზიოლოგიური პროცესის კორექციისკენ არის მიმართული — ეს downstream თერაპიაა. აუტიზმის შემთხვევაში, ბუნებრივია, upstream თერაპიაზე საუბარი ჯერ შეუძლებელია, რადგან მისი განვითარების ზუსტ პირველმიზეზს არ ვიცით. რჩება მხოლოდ downstream ინტერვენცია. როგორ ხდება ეს?
მკვლევართა მრავალი ჯგუფი, აუტიზმის ბავშვებს ნეიროტიპურ თანატოლებთან შედარებით, პოულობს პათოფიზიოლოგიურ/ბიოქიმიურ პროცესებს/მარკერებს, რომლებშიც მათ შორის სტატისტიკურად სარწმუნო სხვაობაა. შემდეგ ეტაპზე ინტერვენციით ცდილობენ ამ პროცესის/ბიომარკერის ნორმალიზაციას და ნეიროტიპური ბავშვებისთვის დამახასიათებელ ნორმამდე დაყვანას, იმ იმედით, რომ ეს აუტისტური სიმპტომატიკის გაუმჯობესებაში აისახება. ასეთი downstream ინტერვენციის მაგალითებია ლევოფოლინატი, მიკრობიომის კორექცია, მეთილკობალამინი (B12), D ვითამინი, სისტემური და ადგილობრივი ვითარებითი პასუხის (ე.წ. ნეიროვითარების) შემცირება, ანტიოქსიდანტების გამოყენება და სხ.
აქ მინდა ასეთი მიდგომის შესაძლო პრობლემებზე შევყოვნდე. ზემოთ აღნიშნული მიდგომა ეფუძნება რეტროსპექტიურ, დაკვირვებით (observational study) კვლევებს, რომლებიც, სამწუხაროდ, სამედიცინო სტატისტიკაში შედეგ-მიზეზობრივი კავშირის დასადგენად ოქროს სტანდარტ არ არიან. აი, ერთი მაგალითი. კარდიოლოგიური პაციენტებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ გულის კორონარული (იშემიური) დაავადების პაციენტების სისხლში D ვითამინის შემცველობა ბევრად დაბალია, ვიდრე მათ ჯანმრთელ თანატოლებში. ბუნებრივია, ჩნდება სურვილი, D ვითამინი გულის იშემიური დაავადების პროფილაქტიკისთვის გამოიყენოს. მაგრამ ასეთმ სტრატეგიამ ხელშესახებ შედეგ არ მოიტანა. აი, რატომ. გამოირკვა, რომ D ვითამინის მაღალი დონის ადამიანები უფრო დიდ ხანს ატარებდნენ ღია ჰაერზე, მზეზე, უფრო ფიზიკურად აქტიური იყვნენ და, შედეგად, ჰქონდათ HDL («კარგი») ქოლესტერინის უფრო მაღალი დონე, ნაკლები სხეულის მასა, ნაკლებ გამოხატული ინსულინრეზისტენტობა — და ყველივე ეს ერთად იცავდა მათ გულის იშემიური დაავადებისგან. ანუ D ვითამინის მაღალი დონე მათ ჯანსაღ ცხოვრების წესის ერთგვარი მარკერი და შედეგი იყო.