ცოტა ისტორია აუტიზმი, აუტიზმის სპექტრის აშლილობა (ASD)

ცოტა ისტორია.
1887 წელს ლონდონში, თანდაყოლილი მენტალური აშლილობებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, დოქტ. John Langdon Down-მ პირველად ახსენა აუტიზმის სიმპტომები და ამ აშლილობას «განვითარების შეფერხება» უწოდა. იქვე მან პირველად აღწერა სავანტის სინდრომი.
1925 წელს საბჭოთა ფსიქიატრმ, დოქტ. გრუნია სუხარევამ, 6 ბავშვის ჯგუფი აღწერა სიმპტომოკომპლექსით, რომელსაც მოგვიანებით აუტიზმი ეწოდა.
1943 წელს დოქტ. Leo Kanner-მ, რომელიც დაბადა დღევანდელ ლვოვის ოლქში და აშშ-ში ემიგრირდა, გამოაქვეყნა სტატია, სადაც ტიპური სიმპტომების 11 ბავშვის (8 ბიჭისა და 3 გოგოს) შემთხვევები აღწერა და მათ აღსაწერად პირველად გამოიყენა ტერმინი «აუტისტური აშლილობები».
1944 წელს ავსტრიელმ ფსიქიატრმ Hans Asperger-მ აღწერა ბავშვები «მაღალფუნქციური აუტიზმის» სიმპტომოკომპლექსით, რომელსაც შემდეგში მისი სახელი ეწოდა. რადგან მისი ნაშრომები მაშინ მხოლოდ გერმანულ ენაზე ქვეყნდებოდა, ფართო ცნობადობა მან 1981 წელს მოიპოვა, როცა ბრიტანელმ ფსიქიატრმ დოქტ. Lorna Wing-მ გამოაქვეყნა თავისი ცნობილი კვლევა, სადაც პირველად გამოიყენა ტერმინი «ასპერგერის სინდრომი».