დატოვეთ განაცხადი — ჩვენ დაგიკავშირდებით, დაგეხმარებით ბიომასალის ჩაბარებისთვის მომზადებაში და ვუპასუხებთ კითხვებს შედეგების ინტერპრეტაციის შესახებ.

როგორ მუშაობს ჩვენი ონლაინ მაღაზია

თუ ჩვენგან საკვებ დანამატებს შეუკვეთეთ გადახდის დადასტურების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში შეკვეთილი დანამატები თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე გამოგეგზავნება თუ გენეტიკურ ტესტს ან სხვა ანალიზ ებ ს შეუკვეთეთ მოქმედების ალგორითმი ასეთია შეკვეთის გადახდის დადასტურების მიღებიდან 24

თუ ჩვენგან საკვებ დანამატებს შეუკვეთეთ, გადახდის დადასტურების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში შეკვეთილი დანამატები თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე გამოგეგზავნება.

თუ გენეტიკურ ტესტს ან სხვა ანალიზ(ებ)ს შეუკვეთეთ, მოქმედების ალგორითმი ასეთია:

  • შეკვეთის გადახდის დადასტურების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გიგზავნით სპეციალურ ნაკრებს (იხ. ფოტო).

ნაკრების შიგნით ნაპოვნით სპეციალურ პლასტმასის კონტეინერს, რომელშიც კონკრეტული ტესტისთვის საჭირო სინჯარა/სინჯარები, სინჯარების ღრუბლისებრი სადგამი და ეტიკეტები დევს, რომლებზეც უნდა მიუთითოთ გამოსაკვლევის სახელი, გვარი და დაბადების თარიღი.

შევსებული ეტიკეტები სინჯარ(ებ)ზე უნდა დააკრაოთ.

  • ვენური სისხლის (ჩვეულებრივ 3–5 მლ) აღების შემდეგ სინჯარა ან სინჯარები (სინჯარების/ვაკუტეინერების რაოდენობა და ტიპი შერჩეულ ტესტზე დამოკიდებულია) უნდა მოთავსდეს ღრუბლისებრი სადგამის ხვრელებში, რომელიც პლასტმასის ცილინდრულ კონტეინერშია, შემდეგ კონტეინერის ხუფი საათის ისრის მიმართულებით ბოლომდე უნდა მოიხრახნოს.
  • მოათავსეთ პლასტმასის კონტეინერი მუყაოს შეფუთვაში.
  • შეავსეთ ანალიზს თანდართული კითხვარი.
  • ჩადეთ კითხვარი მუყაოს შეფუთვაში და დახურეთ.

  • მოათავსეთ მუყაოს შეფუთვა კონტეინერით საკურიერო სამსახურის პლასტმასის კონვერტ-პაკეტში (ან ყუთში).
  • ამობეჭდეთ საკურიერო სამსახურის ფურცელი (ელ. ფოსტით გამოგიგზავნით) და ჩადეთ პლასტმასის კონვერტ-პაკეტის (ან ყუთის) შესაბამის სარკმელში.
  • ჩაბეჭდეთ პლასტმასის კონვერტ-პაკეტი (ან ყუთი) და გამოიძახეთ საკურიერო სამსახური.

ბიოლოგიური მასალების შეფუთვა და გაგზავნა ხდება ევროპული ნორმატივების UN3373-ის მკაცრი დაცვით (სამმაგი შეფუთვა, მარკირება გარე ყუთზე, P650 შეფუთვის ინსტრუქციის დაცვა).

ამ ნორმების დაცვა კანონის მოთხოვნაა და ბიომასალის ადრესატამდე სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტიანი მიწოდების წარმატების საწინდარი.